
ტურიზმის სექტორის პოპულარიზაციისთვის 21.95 მლნ ლარი დაიხარჯება
მომავალ წელს საქართველოს ტურიზმის სექტორის პოპულარიზაციისთვის 21.95 მლნ ლარი დაიხარჯება.
ამ თანხის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს. მათ შორის, 2019 წელს დაგეგმილია მასშტაბური სარეკლამო კამპანიები - წლის მანძილზე საქართველოს შესახებ სატელევიზიო გადაცემებს მოამზადებენ და ეთერში განათავსებენ - CNN, BBC, Euronews, "1+1" და ა.შ. სატელევიზიო, რადიო, ბეჭდური, ინტერნეტ და გარე რეკლამა განთავსდება საქართველოს შესახებ იმ ქვეყნებში, სადაც წინა წლების მონაცემებთან მიმართებაში აშკარა პროცენტული ზრდა დაფიქსირდა.
საქართველო წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო გამოფენებზე, ჩატარდება პრესკონფერენციები და Road show -ები. სარეკლამო და მარკეტინგული აქტივობები.
დაგეგმილია ისეთი საპრომოციო სარეკლამო მასალის გამოცემას, როგორიც არის World about Georgia. აღნიშნულ კატალოგ/ბროშურაში ყოველწლიურად განთავსდება ახალ-ახალი სტატიები საქართველოს შესახებ, რომლის საინფრომაციო წყაროსაც წარმოადგენს ისეთი ცნობილი გამოცემები, როგორიც არის - CNN, The New York Times, Vogue, Guardian, BBC, The Telegraph, Bloomberg Business, National geographic, Financial times, Euro news, The Washington post და ა.შ. საქართველოს შესახებ წლის მანძილზე ამ გამოცემებში დაბეჭდილი ინფრომაცია, ერთად თავს მოიყრის ადმინისტრაციის კატალოგში. ასევე, მოხდება სხვადასხვა სახის საპრომოციო/საინფორმაციო მასალის ბეჭდვა. საქართველოს ტურისტულად მიმზიდველი ფოტოების გადაღება და ასევე, ადმინისტრაცია შეისყიდის ფოტოებს საქართველოს შესახებ.
ასევე დაგეგმილია 2019 წელს დაგეგმილია მასშტაბური ხასიათი მიეცეს უცხოელი ტრენერების მიერ საქართველოში სასწავლო კურსის განხორციელებას. ამასთან ადმინისტრაცია ტრენინგებს დაუკვეთავს გამოცდილ ქართველ ტრენერებსაც. დაგეგმილი ბიუჯეტის ფარგლებში მოხდება საერთაშორისო დონის ექსპერტების ჩამოყვანა, მათი და შესაბამისი დარგის ქართველი ტრენერების/ექსპერტების მონაწილეობით მოხდება ადგილობრივი სასტუმროების მომსახურე პერსონალის გადამზადება, მაშველების და სამთო გამყოლების კვალიფიკაციის ამაღლება. აქცენტები გაკეთდება ღვინის ტურიზმის განვითარებაზეც.
კერძო სექტორის წახალისების მიზნით, ადმინისტრაციის მიერ განხორციელების პროცესშია მასტიმულირებელი მარკეტინგული კამპანია „კეთილი განწყობით“, სადაც ჩართულია როგორც მომსახურების გამწევი, ასევე მომხმარებელი. აღნიშნული კამპანიის გაგრძელება იგეგმება 2019 წელსაც. კერძოდ დაგეგმლია ონლაინ მარკეტინგული კამპანია Facebook-ის საშუალებით, გარე რეკლამა, ბეჭდვური სარეკლამო მასალის მომზადება და გავრცელება, AI და გიფერის აპარატების განთავსება ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში.
ასევე პროორიტეტად რჩება საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითარება. 2019 წელს, კვლავ იგეგმება საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს და საქართველოს საქმიანი ტურიზმის განვითარების მიმართულებით სხვადასხვა საპრომოციო/საინფორმაციო პროექტების, პრეზენტაციებისა და ღონისძიებების განხორციელება.