სიახლეები

თერჯოლაში ნავენახევის მღვიმე გაიხსნა

თერჯოლაში ნავენახევის მღვიმე გაიხსნა

თერჯოლაში, ნავენახევის მღვიმე გაიხსნა. ადგილზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. მღვიმეს ტერიტორიაზე ასევე გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე. მღვიმეში დამონტაჟდა თანამედროვე განათების სისტემა და მოეწყო ეკო-ტურისტული ბილიკი.

ნავენახევის მღვიმე განსხვავებული და ლამაზი ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და 4 დარბაზიანი მღვიმეა, რომელიც 80-იან წლებში ვიზიტორებში პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა მოგვიანებით ინფრასტრუქტურის წყობიდან გამოსვლის გამო ტურისტებისთვის დაიკეტა.

ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს ბიუჯეტიდან 980 000 ლარით დაფინანსდა.