სიახლეები

ტრადიციად ქცეული სეზონის გახსნა გუდაურში Extreme Travel-ისგან !

ტრადიციად ქცეული სეზონის გახსნა გუდაურში Extreme Travel-ისგან !

ტრადიციად ქცეული სეზონის გახსნა Extreme Travel-ისგან !

 



ჩვენ უკვე მესამე წელია წარმატებით ვმოგზაურობთ ზამთრის კურორტების ყველაზე განვითარებულ ადგილას იქ სადაც ერთდროულად მიიღებს დამსვენებელი როგორც ექსტრემალურ ასევე პოზიტიურ სიამოვნებას ♥ !

 


 ტურის ღირებულება არის 17 ლარი, რაშიც შედის:


✔️ მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
✔️ გამყოლის მომსახურება
✔️ ფოტოგრაფის მომსახურება
✔️ უპრეცენდენტო ფასდაკლება თხილამურებსა და სნოუბორდებზე სრულ აღჭურვილობას მიიღებთ მხოლოდ 20 ლარად
✔️ ინსტრუქტორის მომსახურება, რომელიც ერთჯერადად შეასწავლის ტურის მონაწილე მსურველებს თხილამურებსა და სნოუბორდზე სრიალს (უფასოდ)
✔️✔️✔️ სუპერ შემოთავაზება ფასდაკლება საბაგიროს დღიურ აბონიმენტზე!!!!


ტურის განრიგი:


დილით 06:00 სთ-დან 06:30-მდე შევიკრიბებით მარჯანიშვილის მეტროს წინ! ასევე ტრანსპორტის გამოსვლა იქნება ქალაქ რუსთავიდან დილის 06:00 საათზე! მოთხოვნის შესაბამისად ერთ მიკროავტობუსს გამოვყოფთ გორსა და ხაშურში მყოფი მონაწილეებისათვის. ადგილზე ვიქნებით 09:00 საათზე, რის შემდგომაც მონაწილეებს საშუალება გექნებათ დატკბეთ ულამაზესი ხედებით, ისრიალოთ, გადაიღოთ ფოტოები ან მონაწილეობა მიიღოთ გუდაურის გახსნის დღისადმი მიძღვნილ ნებისმიერ ღონისძიებაში! ❤

საღამოს 17:00 საათზე დაიწყება ინვენტარის ჩაბარება და ტრანსპორტში ჩასხდომა! მონაწილე რომელიც 18:00 საათამდე არ გამოცხადდება თავის ტრანსპორტთან, ავტომატურად დარჩება ტურის ფარგლებს გარეთ!


 წესები:


✖️ არ მოვდივართ ტურზე ნასვამ ან ნაბახუსევ მდგომარეობაში!
✖️ ვიცავთ ცენზურას ტურის მიმდინარეობისას!
✖️ ტურზე არ მოგვყავს ცხოველები: კატა, ძაღლი, მარტორქა, ლომვეშაპა, ბავარიული კვიცი, ანტილოპაღლუ და სხვა.
✖️ მითითებული თანხის გადახდა ხდება ტურამდე მაქსიმუმ 2 დღით ადრე, წინა დღეს გადაფიქრების გამო თანხა უკან არ ბრუნდება!
✖️ ტრანსპორტში არ ვეწევით სიგარეტს


 

ტურზე ჩასაწერად  დარეკეთ: 593 300 671 - თენგო