სიახლეები

ვის აირჩევს ქართველი მსმენელი  Prodigy, 50 Cent, Jessie J, Moby, Sting, Mariah Carey, Will Smith, Black Eyed Peas და სხვები

ვის აირჩევს ქართველი მსმენელი Prodigy, 50 Cent, Jessie J, Moby, Sting, Mariah Carey, Will Smith, Black Eyed Peas და სხვები

Black Sea Arena-ს სცენაზე ყოველწლიურად მსოფლიოში ცნობილი მომღერლები გამოდიან.

Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა საქართველოს მოსახლეობისგან გაიგოს – მსოფლიო დონის რომელი შემსრულებლის ხილვა გაახარებს.

შეკვეთილში Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზში კონცერტები უკვე ჩაატარეს ისეთმა ვარსკვლავებმა როგორიცაა ელტონ ჯონი, კრისტინა აგილერა, Scorpions, Aerosmith, ენიო მორიკონე და ა.შ.

ხმის მიცემისთვის შემდეგი ვარიანტებია შემოთავაზებული: მაისში Black Sea Arena-ს საკონცერტო სეზონის გახსნაზე სასურველი შემსრულებლის ხილვისთვის არჩევანი რვა შემსრულებელს შორის უნდა გაკეთდეს: მერაია ქერი, უილ სმიტი, Sade, კაილი მინოუგი, Sting, ჯგუფი Depeche Mode, Moby და Earth, Wind and Fire. ამ დროისთვის Sting-ი ლიდერობს.

რაც შეეხება სექტემბერში საკონცერტო სეზონის დახურვას, აქ არჩევანი ხუთ ვარსკვლავს შორის არის შესაძლებელი: ლაიონელ რიჩი, The Black Eyed Peas, The Prodigy, 50 Cent და Jessie J.

ხმის მიცემა შესაძლებელია ბმულზე.