სიახლეები

Airbnb არ განათავსებს შეთავაზებებს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან

Airbnb არ განათავსებს შეთავაზებებს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან

მსოფლიოში უმსხვილესმა ონლაინ-პლატფორმამ საცხოვრებელი ფართის მოკლევადიანი იჯარის დარგში Airbnb-მ უარი განაცხადა თავის საიტზე აფხაზეთიდან და ცხინვალიდან შემოთავაზებების განთავსებაზე.


პარალელურად კომპანიის მენეჯმენტი საიტიდან მოხსნის უკვე დანთავსებულ ვარიანტებს - ინფორმაცია ამის თაობაზე გამოქვეყნდა Airbnb-ს საიტზე.


რაც შეეხება ამის მიზეზებს, პლატფორმის ადმინისტრაციის განმარტებით, სახლები, რომლებიც მდებარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეთა შორის საკამათო თემას და მსგავსი ინფორმაციის გავრცელებამ შესაძლებელია, გამოიწვიოს დაძაბულობა.

ეს არაა პირველი ასეთი შემთხვევა - 2018 წლის ნოემბერში Airbnb-მ გააუქმა 200 -ზე მეტი განაცხადი, რომელიც დაკავშირებული იყო მდინარე იორდანის მარჯვენა სანაპიროსთან - ეს რეგიონი ებრაელებს და პალესტინელებს შორის არსებული კონფლიქტის ერთ-ერთი საგანია.


ამჟამად Airbnb-ს საიტზე განთავსებულია ინფორმაცია 191 ქვეყნის 81 000 ქალაქიდან, საიტის აქტიური მომხმარებლების რაოდენობა აჭარბებს 150 მლნ-ს.


2018 წლის დეკემბერში საიტმა გამოაქვეყნა ზამთრის სეზონის 19 ყველაზე მიმზიდველი ტურისტული მიმართულება, რომელთა შორის აღმოჩნდა ბაკურიანი.